„იბერიამ“ დადიანის მიერ გატანილი გოლით ისევ მოიგო – „დინამო თბილისმა“ „გარეჯს“ ვერ აჯობა #1TVSPORT

22:32, 29.08.2025

ეროვნული ლიგის 23-ე ტური წყალტუბოსა და თბილისში გამართული შეხვედრებით დაიწყო, რომლებშიც მხოლოდ ერთი გოლი გავიდა.

წყალტუბოს საფეხბურთო ცენტრში „სამგურალმა“ თბილისის „იბერია“ მიიღო და 0:1 დამარცხდა. მასპინძლები თავიდანვე რთულ მდგომარეობაში ჩავარდნენ. 23-ე წუთზე გიზი მამაგეიშვილთან უხეშობისთვის დემურ ჩიხლაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.

გათამაშების ლიდერმა და მოქმედმა ჩემპიონმა უპირატესობა მიიღო და ამით მეორე ნახევარში ისარგებლა – 49-ე წუთზე ლუკა სილაგაძის მიერ მარცხენა ფლანგზე განვითარებული შეტევა ნიკოლოზ დადიანმა დააგვირგვინა და „იბერიას“ გამარჯვება მოუტანა.

„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ „დინამო თბილისმა“ საგარეჯოს „გარეჯს“ უმასპინძლა და, დიდი მონდომების მიუხედავად, მხოლოდ ფრეს დასჯერდა – 0:0.

23 ტურის შემდეგ „იბერია“ 52 ქულით ისევ პირველ ადგილზეა, „დინამო თბილისმა“ (38) მესამე პოზიცია შეინარჩუნა, „სამგურალი“ (23) მეშვიდეზეა, ხოლო „გარეჯი“ (21) – მერვეზე.

მსგავსი