„იბერიამ“ ბულგარეთში შეკრება „მალიშევასთან“ მოგებით დაასრულა #1TVSPORT
„იბერიამ“ ბულგარეთში შეკრება „მალიშევასთან“ მოგებით დაასრულა #1TVSPORT

საქართველოს ჩემპიონმა თბილისის „იბერიამ“ ბულგარეთში შეკრებაზე მეორე ამხანაგური შეხვედრა კოსოვოს „მალიშევასთან“ (რომელიც კონფერენს ლიგაზე ითამაშებს) გამართა და 2:1 დაამარცხა – გოლები ნიკოლოზ დადიანმა და გურამ გოშთელიანმა გაიტანეს.

თბილისელები ბულგარეთში 13 ივნისს გაფრინდნენ. ლევან კორღალიძის გუნდმა ბულგარეთში პირველი ამხანაგური შეხვედრა ალბანეთის ჩემპიონ „ეგნატიასთან“ 2:2 დაასრულა. გოლები შოთა წამალაშვილისა და დანიელ ქვარცხავას ანგარიშზეა.

„იბერიის“ პრესსამსახურის ცნობით, გუნდი სამშობლოში 24 ივნისს დაბრუნდება და გორის „დილასთან“ საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალური მატჩისთვის მოემზადება, რომელიც 26 ივნისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისელების მეტოქე შვედური „მალმიო“ იქნება. კორღალიძის გუნდი პირველ მატჩს თბილისში 8 ივლისს გამართავს. წყვილის გამარჯვებული მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, რიგის რფს-სა და ესტონურ „ლევადიას“ წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.