„იბერია“ საქართველოს თასის ნახევარფინალშია #1TVSPORT
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/4-ფინალში თბილისის „იბერია“ ტყიბულის „მეშახტეს“ ესტუმრა და 3:0 დაამარცხა.
გიორგი გეგუჩაძის წასვლის შემდეგ თბილისელები მოედანზე მთავარი მწვრთნელის რანგში „იბერიის“ აკადემიის მწვრთნელმა, ანზორ ცხვიტავამ გაიყვანა.
ამბროლაურის „აგრანო ვაჩაძე არენაზე“ გამართულ დაპირისპირებაში ანგარიში მე-12 წუთზე „იბერიის“ გამოცდილმა თავდამსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ სანდრო ალთუნაშვილის გადაცემით გახსნა. სტუმრებმა სამივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს – მასპინძელთა კარი გურამ გოშთელიანმა (19 წუთი) და გიზო მამაგეიშვილმა (34) აიღეს.