„იბერია“ საქართველოს სუპერთასის ფინალში გავიდა, „დინამო თბილისი“ მესამე ადგილისთვის ითამაშებს #1TVSPORT

21:12, 27.06.2026

სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის პირველი ფინალისტი თბილისის „იბერიაა“, რომელმაც ნახევარფინალში „დინამო თბილისი“ 1:0 დაამარცხა.

საქართველოს ჩემპიონისა და მეოთხეადგილოსნის დაპირისპირება სანახაობრივი გამოდგა. მეტოქეები მომენტებს ხშირად ქმნიდნენ, მაგრამ მისი რეალიზაცია მხოლოდ „იბერიამ“ შეძლო – მოქმედი ჩემპიონის შეტევა მე-12 წუთზე ვახტანგ ბედოშვილმა დააგვირგვინა.

სუპერთასის გათამაშებაში საქართველოს სახელით ევროტურნირებზე გასული ოთხი გუნდი მონაწილეობს: მეორე ნახევარფინალში ვიცე-ჩემპიონი და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი გორის „დილა“ ეროვნული ლიგის მესამეადგილოსან ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს.

ნახევარფინალში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, ხოლო დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.

მსგავსი