„იბერია“ საჩემპიონო ფარითა და ოქროს მედლებით დააჯილდოვეს #1TVSPORT
„იბერია“ საჩემპიონო ფარითა და ოქროს მედლებით დააჯილდოვეს #1TVSPORT

ეროვნული ლიგის გამარჯვებულ თბილისის „იბერიას“ კუთვნილი ოქროს მედლები და საჩემპიონო ფარი გადასცეს – დაჯილდოების ცერემონია ბოლო ტურში წყალტუბოს „სამგურალთან“ ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ გაიმართა.

„დავით პეტრიაშვილი არენაზე“ „იბერიას“ მოთამაშეები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ დააჯილდოვეს და საჩემპიონო ფარი გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ „იბერიამ“ 36 ტურში 75 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარს, ქუთაისის „ტორპედოს“ ხუთი ქულით გადაასწრო. თბილისურმა კლუბმა ჩემპიონობა ისტორიაში მეორედ მოიპოვა – პირველად ეს 2018 წელს შეძლო.

„იბერია“ (ყოფილი „საბურთალო“) თავისი არსებობის ისტორიაში მე-6 ტიტულის მფლობელი გახდა.

ეროვნული ლიგის გამარჯვებული: 2018, 2024

საქართველოს თასის მფლობელი: 2019, 2021, 2023

საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული: 2020