„იბერია“ ნიკა ხორხელის ტრანსფერის გამოსყიდვის უფლებას გამოიყენებს #1TVSPORT
„იბერია“ ნიკა ხორხელის ტრანსფერის გამოსყიდვის უფლებას გამოიყენებს #1TVSPORT

საქართველოს ჩემპიონმა, თბილისის „იბერიამ“ წყალტუბოს „სამგურალიდან“ დამატებული ნიკა ხორხელის ტრანსფერის დეტალები გაასაჯაროვა.

თბილისური კლუბის ცნობით, ნიკა ხორხელი „იბერიაში“ ერთწლიანი იჯარით ითამაშებს, ხოლო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ კლუბს მისი ტრანსფერის გამოსყიდვის უფლება ექნება.

ნიკა ხორხელისთვის თბილისის „იბერია“ უცხო არაა. ის რამდენიმე წელი კლუბის საფეხბურთო აკადემიაში ირიცხებოდა, ისევე როგორც მისი უფროსი ძმა, გიორგი, რომელიც ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მაგრამ ტრავმების გამო კარიერა ნაადრევად დაასრულა.

23 წლის შემტევი ნახევარმცველის პროფესიული კარიერა ბოლნისის „სიონში“ დაიწყო, სადაც თბილისის „დინამოს“ აკადემიიდან გადავიდა. ბოლო პერიოდიოდში იგი წყალტუბოს „სამგურალის“ ღირსებას იცავდა, მანამდე კი იერუსალიმის „ბეითარში“ თამაშობდა.