„იბერია“ კონფერნსლიგის ძირითადი ეტაპის სადებიუტო მატის გასამართად ბელგიაში გაემგზავრა #1TVSPORT

14:17, 13.10.2026

თბილისის „იბერია“ ბელგიაში გაემგზავრა, სადაც კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე პირველ მატჩს „სენტ ტრუიდენთან“ გამართავს. საქართველოს ჩემპიონი პირველი ქართული გუნდია ბოლო 22 წელიწადში, რომელმაც ევროტურნირის ძირითად ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

პირველ შეხვედრაში თბილისური გუნდი „სენტ-ტრუიდენს“ 15 ოქტომბერს „სტაიენ სთედიუმზე“ დაუპირისპირდება – მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

„სენტ ტრუიდენის“ გარდა, კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე „იბერიის“ მეტოქეები „ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი), „კოპენჰაგენი“ (დანია), „ხეტაფე“ (ესპანეთი), „მიალბი“ (შვედეთი) და „იაბლონეცი“ (ჩეხეთი) იქნებიან.

„იბერიის“ მატჩების განრიგი:

15 ოქტომბერი

23:00 | „სენტ ტრუიდენი“ – „იბერია 1999“

22 ოქტომბერი

20:45 | „იბერია 1999“ – „მიალბი“

5 ნოემბერი

23:59 | „კოპენჰაგენი“ – „იბერია 1999“

26 ნოემბერი

21:45 | „იბერია 1999“ – „ხეტაფე“

10 დეკემბერი

21:45 | „იბერია 1999“ – „ცრვენა ზვეზდა“

17 დეკემბერი

23:59 | „იაბლონეცი“ – „იბერია 1999“

მსგავსი