„იბერია 1999“-მა გიორგი ბერიძის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა #1TVSPORT

00:16, 21.09.2026

გიორგი ბერიძე „იბერია 1999“-ის ფეხბურთელია – ინფორმაცია საქართველოს ჩემპიონი კლუბის პრესსამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა.

29 წლის შემტევი ნახევარმცველი ბოლოს უნგრულ „უიპეშტში“ თამაშობდა. მანამდე კი ბელგიურ „გენტსა“ და „ლოკერენში“, სლოვაკურ „ტრენჩინში“, თურქულ „ქოჯაელისფორსა“ და „ანკარაგუჯუში“ გამოდიოდა.

ბერიძეს სხვადასხვა დროს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში იძახებდნენ. ქვეყნის ეროვნულ გუნდში კი მის ანგარიშზე 10 მატჩი და ერთი გოლია.

მსგავსი