იასონ აბრამაშვილი ფინიშამდე ვერ მივიდა | გიგანტური სლალომი (ვიდეო)

ქართველმა მოთხილამურემ, გიგანტურ სლალომში სტარტი 72-მ აიღო და ფინიშამდე ვერ ჩააღწია, შესაბამისად მეორე ცდა აღარ ექნება.

პირველი ცდის შემდეგ ავსტრიელი მარსელ ჰირშერი ლიდერობს, რომელმაც ფინიშის ხაზი 1:08.27-ში გადაკვეთა.

იასონ აბრამაშვილი: “დღევანდელი გამოსვლით რა თქმა უნდა კმაყოფილი არ ვარ. ბოლო მონაკვეთში გავარდი. ტრასა სირთულეებით იყო დატვირთული, ისევე როგორც ბევრმა გამოცდილმა მოთხილამურემ, მეც წამიერი ტექნიკური შეცდომა დავუშვი და კარებს მიღმა აღმოვჩნდი.

პირველ ცდაზე ორმოცეულთან ახლოს ყოფნას ვგეგმავდი და მეორე ცდის შემდეგ 10-15 საფეხურით წინ წაწევას. ახლა ბედს სლალომში ვცდი, ოლიმპიურ თამაშებზეც და სხვა მნიშვნელოვან შეჯიბრებებზეც ამ დისციპლინაში ყოველთვის უკეთესი შედეგები მაქვს. 22 თებერვალს დაველოდოთ, დღეს განცდილი წარუმატებლობა შევეცდები სლალომში გამოვასწორო.”

აბრამაშვილი კიდევ ერთ დისციპლინაში (სლალომი), 22 თებერვალს იასპარეზებს.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე