იაშვილი ბერლინის ლეგენდების თასზე - „დინამოსავით“ „რეალსა“ და „ბარსელონას“ არ უთამაშიათ
იაშვილი ბერლინის ლეგენდების თასზე - „დინამოსავით“ „რეალსა“ და „ბარსელონას“ არ უთამაშიათ

გადაცემა „ტაიმაუტს“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი ესტუმრა, რომელმაც ბერლინში დასრულებულ ლეგენდების თასზე ილაპარაკა.

„ტურნირზე სხვა გუნდის სახელით ბევრჯერ მითამაშია, მაგრამ საკუთარი ქვეყნის სახელით თამაში სულ სხვა სიამაყე და განცდაა. გამიხარდა, რომ ბერლინში ჩვენს გუნდს ბევრი გულშემატკივრობდა. უცხოურ კლუბებს ხშირად იწვევენ. მაგალითად, იქ უთამაშიათ „რეალს“, „ბარსელონას“, „ტოტენჰემს“, „რომას“, მაგრამ „დინამოს” მსგავსი წარმატებით არავის უთამაშია. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“ – ამბობს ალექსანდრე იაშვილი.

საიდან გაახსენდათ ტურნირის ორგანიზატორებს თბილისის „დინამო“? იაშვილი ამაზე ამბობს: „ლევან კობიაშვილისა და ჩემი თამაშების შემდეგ დაინტერსდნენ, როგორ გამოიყურებოდა ქართული გუნდი და ვფიქრობ, იმედები გავამართლეთ. ორგანიზატორებმა პირდაპირ გვითხრეს, რომ მომავალ წელს არაფერი დაგგემოთ, გელოდებითო. არ ეგონათ, რომ „შალკეს“ და „ვერდერს“ თუ მოვუგებდით“.

შეგახსენებთ, რომ თბილისის „დინამოს“ ვეტერანთა გუნდი გერმანიის დედაქალაქში გამართული ტურნირზე პირველად მონაწილეობდა, ჯგუფში „დინამომ“პირველი ადგილი დაიკავა, ნახევარფინალში ბრემენისვერდერი“ 5:2 დაამარცხა, ხოლო ფინალში ლევან კობიაშვილის „ჰერტასთან“ დამარცხდა.

გუნდის კაპიტანს, კახა კალაძეს ორგანიზატორებმა მეორეადგილოსანისთვის განკუთვნილი თასი გადასცეს. გიორგი ლომაია საუკეთესო მეკარედ აღიარეს, ტურნირი კი ალექსანდრე იაშვილის ტრიუმფიოთ დასრულდა. „დინამო თბილისის“ წარმომადგენელს ორგანიზატორებმა საუკეთესო ბომბარდირის პრიზი გადასცეს და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. აღსანიშნავია, რომ ის 2019 წელს ამ ტურნირზე „კარლსრუეს“ სახელით გამოდიოდა და მაშინაც საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.