იაპონური მედია ონოსა და შავდათუაშვილის ფინალს ეხმაურება #1TVSPORT
იაპონური მედია ონოსა და შავდათუაშვილის ფინალს ეხმაურება #1TVSPORT

იაპონელმა ჟურნალისტმა ტოკიო 2020-ის ფინალში შოჰეი ონოს და ლაშა შავდათუაშვილის ბრძოლას გამოცემა THE DIGEST-ში საინტერესო წერილი მიუძღვნა. 

„ტოკიოს ოლიმპიადის მომავალი ჩემპიონი შოჰეი ონო ფინალში ლაშა შავდათუაშვილს შეხვდა და გაიმარჯვა ბრძოლაში, რომელიც 9 წუთი და 26 წამი გრძელდებოდა. ეს იყო ურთულესი ფინალი. რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ჩემპიონმა, ნახევარფინალამდე ოთხივე ბრძოლა მოიგო. ფინალში ის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ოქროსმედალოსანს, ქართველ ლაშა შავდათუაშვილს შეხვდა, რომელიც ივნისში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

„დამატებით დროში, 5 წუთის და 26 წამის შემდეგ ვიგრძენი შიში, რომელიც აქამდე არასოდეს განმიცდია. თუმცა, საბოლოოდ, მაინც მოვიგე და და ეს სასტიკი ჭიდაობა დავასრულე“ – ეს შოჰეი ონომ ფინალის შემდეგ თქვა.

მედია-ლოჟიდან ბრძოლას ამ ფინალს უყურებდა ჟურნალისტი ლექსო მაისურაძე, რომელიც ემოციებს ვერ მალავდა და აშკარა იყო, რომ ის საქართველოდან იყო. მატჩის შემდეგ მას ფინალზე შთაბეჭდილების გაზიარება ვთხოვეთ:

„ეს ორი დიდი სპორტსმენის ფანტასტიკური ფინალი იყო. ონო ძალიან ძლიერი ძოუდოისტია. სამწუხაროდ, მან დაამარცხა ჩვენი სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია“.