იაპონიის ქალაქ ოსაკაში დიდი ოცეულის სამიტი დაიწყო

08:11, 28.06.2019

იაპონიის ქალაქ ოსაკაში დიდი ოცეულის სამიტი დაიწყო. ქვეყანაში უკვე ჩავიდნენ მსოფლიო ლიდერები.

სამიტის მონაწილეებმა ტრადიციული ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

აღსანიშნავია, რომ ფოტოს ცენტრში მყოფ აშშ-ის პრეზიდენტს ერთი მხრიდან საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე, მეორედან კი თურქეთის პრეზიდენტი უდგას.

სამიტის ფარგლებში უკვე დაიწყო ლიდერების პირისპირ შეხვედრები. სულ ცოტა ხანში კი ერთმანეთს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები შეხვდებიან.

მსგავსი