იაპონიის პრემიერ-მინისტრმა დაასახელა პირობა, რომლითაც შეიძლება ტოკიოს თამაშები გაუქმდეს #1TVSPORT
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა დაასახელა პირობა, რომლითაც შეიძლება ტოკიოს თამაშები გაუქმდეს #1TVSPORT

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ესიჰიდე სუგამ ტოკიოს ოლიმპიადისთვის მზადებაზე ილაპარაკა და დაასახელა პირობა, რომლითაც შეიძლება თამაშები გააუქმონ.

„მე პასუხისმგებელი ვარ იაპონელი ხალხის სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე. ჩვენ არ ჩავატარებთ თამაშებს, თუ ვერ შევძლებთ ადამიანების დაცვას. თუ მე ამას ვერ გავაკეთებ, შესაბამისად, ოლიმპიადა არ ჩატარდება. ეს არის მთავარი პირობა.

ორგანიზატორებმა გაანახევრეს ადამიანების რაოდენიბა, რომლებიც თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას. განიხილება რაოდენობის კიდევ უფრო შემცირება. გავიგე, რომ სპორტსმენების 80 პროცენტი იქნება ვაქცინირებული, ხოლო პრესის წარმომადგენლები რეგულარულად გაივლიან ტესტირებას“, – განაცხადა სუგამ.

ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონია 23 ივლისს გაიმართება.