იაპონიის ნაკრების მწვრთნელი - ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო ნაკრებების დამარცხება შეგვიძლია #1TVSPORT
იაპონიის ნაკრების მწვრთნელი - ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო ნაკრებების დამარცხება შეგვიძლია #1TVSPORT

იაპონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჰაჯიმე მორიასუმ ემოციური კომენტარი გააკეთა ესპანეთთან მატჩში (2:1) გუნდის გამარჯვებისა და მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლის შესახებ.

„მოხარული ვარ, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა კოსტა რიკასთან წაგების შემდეგ ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაწერეს. დღეს ჩვენ ერთსულოვანი გუნდი ვიყავით და ამან მნიშვნელოვნად გაზარდა ჩვენი მოგების შანსები. საბოლოოდ, კი მიზანს მივაღწიეთ.

ვიცოდი, როგორ ვითარდებოდა მოვლენები პარალელურ მატჩში? დიახ. კოსტა რიკას ორი გოლის შესახებაც შემატყობინეს და შემდეგ – გერმანიის გოლებიც. გარკვეულ შემთხვევაში, ფრეც საკმარისი იქნებოდა ჩვენთვის, მაგრამ მოვიგეთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

ეს ტრიუმფი ჩვენი გულშემატკივრებისთვისაა. ტრიბუნებზე ვნახე, იაპონიიდან ჩვენს მხარდასაჭერად რამდენი ადამიანი ჩამოვიდა. ჩვენ ამ გამარჯვებას ვუძღვნით იაპონელ ხალხს. ჩვენი გამარჯვებები გერმანიასა და ესპანეთთან, მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან, თავდაჯერებულობას გვიზრდის.

ძალიან კმაყოფილები ვართ, თუმცა გასაგებია, რომ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ აზიურ გუნდებს შეუძლიათ ასეთ ტურნირებში მატჩების მოგება. იაპონიას შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო ნაკრებების დამარცხება“, – ციტირებს ჰაჯიმე მორიასუს გამოცემა Record-ი.