იაპონიის მოსახლეობის მესამედს ოლიმპიადის გაუქმება სურს
იაპონიის მოსახლეობის მესამედს ოლიმპიადის გაუქმება სურს

გამოკითხვის შედეგად, იაპონიის მოსახლეობის მესამედი ემხრობა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სრულ გაუქმებას.

სოციოლოგიური გამოკითხვის მონაცემები კვირას, საინფორმაციო სააგენტო „კიოდომ“ (Kyodo) გამოაქვეყნა. 33.7 პროცენტი თამაშების გაუქმებაძს უჭერს მხარს, 36.4 პროცენტს მიაჩნია, რომ ოლიმპიადის ჩატარება კიდევ უფრო გვიანი თარიღისთვის უნდა გადაიდოს, გამოკითხულთა 23.9 პროცენტი კი ფიქრობს, რომ ტოკიოს ოლიმპიადა 2021 წლის ზაფხულში უნდა გაიმართოს.

გამოკითხვა ტარდებოდა იაპონიის ფარგლებში შემთხვევითი სატელეფონო ზარების მეშვეობით.

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ჩატარება ერთი წლით გადაიდო და 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება. ამასთან, არსებობს აზრი, რომ გაისად ტოკიო არ იქნება მზად თამაშების ჩასატარებლად. ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტმა იოსირო მორიმ განაცხადა, რომ თუ ოლიმპიადის ჩატარება მომავალ წელს არ მოხერხდა, მაშინ ის მთლიანად გაუქმდება.