იაპონიის მოსახლეობის 80 პროცენტს მიაჩნია, რომ ტოკიოს ოლიმპიადა უნდა გაუქმდეს და გადაიდოს #1TVSPORT
იაპონიის მოსახლეობის 80 პროცენტს მიაჩნია, რომ ტოკიოს ოლიმპიადა უნდა გაუქმდეს და გადაიდოს #1TVSPORT

იაპონიის მოსახლეობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ ტოკიოში ზაფხულის ოლიმპიადა უნდა გაუქმდეს ან კვლავ გადაიდოს კორონავირუსის პანდემიის გამო. ამაზე მეტყველებს გამოკითხვის შედეგები, რომელიც იაპონურმა გამოცემა Asahi Shimbun-მა 15-16 მაისს ჩაატარა.

რესპოდენტთა 43 პროცენტს მიაჩნია, რომ ოლიმპიური თამაშები სრულად უნდა გაუქმდეს. 40 პროცენტი კი ფიქრობს, რომ ოლიმპიადა ისევ მოგვიანებით უნდა ჩატარდეს.

გამოკითხულთა მხოლოდ 14 პროცენტი გამოთქვამს აზრს, რომ ოლიმპიადა ამ ზაფხულს უნდა გაიმართოს. აპრილში ჩატარებული გამოკითხვისას, ეს მაჩვენებელი 28 პროცენტს შეადგენდა.

იაპონიაში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია ისევ რთული რჩება. ტოკიოსა და რიგ რეგიონებში, სადაც ოლიმპიური ტურნირები უნდა ჩატარდეს, საგანგებო სიტუაციის რეჟიმია შენარჩუნებული.

2021 წელს ოლიმპიური თამაშები 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.