იაპონიის მოსახლეობის 60 პროცენტს 2021 წელს ოლიმპიადის ჩატარება არ სურს
იაპონიის მოსახლეობის 60 პროცენტს 2021 წელს ოლიმპიადის ჩატარება არ სურს

სამშაბათს, იაპონიის ეროვნულმა ტელეარხმა NHK-მ გამოაქვეყნა ქვეყნის მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები იმასთან დაკავშირებით, რამდენად მიზანშეწონილია ტოკიოში ზაფხულის თამაშების ჩატარება. ოლიმპიადის სასარგებლოდ ხმა მისცა რესპოდენტთა 27-მა პროცენტმა, იმ დროს, როცა 32 პროცენტი თამაშების გაუქმების მომხრეა. კიდევ 31 პროცენტი – მხარს უჭერს მის ხელმეორე გადატანას. იაპონიის მოსახლეობა შიშობს, რომ უცხოელი ტურისტების დიდმა რაოდენობამ, შესაძლოა, კორონავირუსის ახალი აფეთქება გამოიწვიოს.

შედარებისთვის, ოქტომბერში იმავე NHK-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ 40 პროცენტი მხარს უჭერს ოლიმპიადის ჩატარებას და 23 პროცენტია გაუქმების მომხრე.

მაგრამ იწერება, რომ გამოკითხვის ამგვარი შედეგები არ იმოქმედებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განწყობაზე – ჩაატაროს ოლიმპიადა დათქმულ დროში, ანუ მომავალი წლის ზაფხულში.

„ჩვენ სრულად ვართ კონცენტრირებული და ვაპირებთ მომავალ წელს ტოკიოში ოლიმპიური თამაშების წარმატებით ჩატარებას“, – წერია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.

ტოკიოს ოლიმპიადა 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა გამართულიყო. კორონავირუსის პანდემიის გამო, თამაშები ერთი წლით გადაიტანეს და ის 2021 წელს, 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე უნდა გაიმართოს.