იაპონიის ხელისუფლება 5 აპრილიდან რუსეთში ძვირადღირებული ავტომანქანების, საიუველირო ნაწარმისა და ხელოვნების ნიმუშების ექსპორტს კრძალავს
იაპონიის ხელისუფლება 5 აპრილიდან რუსეთში ძვირადღირებული ავტომანქანების, საიუველირო ნაწარმისა და ხელოვნების ნიმუშების ექსპორტს კრძალავს

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. კერძოდ, ადგილობრივი მედიის ცნობით, იაპონიის ხელისუფლება 5 აპრილიდან რუსეთში ძვირადღირებული ავტომანქანების, ასევე საიუველირო ნაწარმისა და ხელოვნების ნიმუშების ექსპორტს კრძალავს.

როგორც სააგენტო „კიოდო“ წერს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია იმ ოლიგარქებზე ზეწოლის განხორციელება, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ფინანსურად უჭერენ მხარს.

აშშ-სა და ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ ანალოგიური ზომები უკვე მიღებული აქვთ.

„ჩვენ ვიმუშავებთ საერთაშორისო საზოგადოებასთან, მათ შორის დიდი შვიდეულის ქვეყნებთან, რათა განვახორციელოთ მკაცრი სანქციები“, – განაცხადა იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა, კოიჩი ჰოგიუდამ.