იაპონიის გრანპრის წინ „რედ ბულს“ ახალი პილოტი ეყოლება #1TVSPORT
იაპონიის გრანპრის წინ „რედ ბულს“ ახალი პილოტი ეყოლება #1TVSPORT

ფორმულა 1-ის ახალი სეზონის დაწყებიდან ორი ეტაპის შემდეგ ცვლილება მოხდება „რედ ბულის“ შემადგენლობაში. როგორც ფრანგული ტელეკომპანია Canal+ ამტკიცებს, ავსტრიული გუნდის ახალი პილოტი გახდება „რეისინგ ბულზის“ წევრი იუკი ცუნოდა.

ცვლილება იაპონიის გრანპრის წინ უნდა მოხდეს, რომელიც 6 აპრილს გაიმართება. ცუნოდა შეცვლის ლიამ ლოუსონს, რომელმაც „რედ ბულში“ პირველი ორი ეტაპი ჩაატარა და ქულა ვერ აიღო. ზელანდიელი „რეისინგ ბულზში“ დაბრუნდება, სადაც ფრანგი იზაკ აჯარის თანაგუნდელი გახდება.

ამ ცვლილების შესახებ ასევე გამოაცხადეს გამოცემებმა De Limburger-მა, De Telegraaf-მა და Gpblog-მა. „რედ ბულმა“ ცვლილება ამ კვირას უნდა დაადასტუროს.