იაპონიის ფინანსთა მინისტრი - 2020 წლის ოლიმპიადა დაწყევლილია, ასე ხდება ყოველ 40 წელიწადში
იაპონიის ფინანსთა მინისტრი - 2020 წლის ოლიმპიადა დაწყევლილია, ასე ხდება ყოველ 40 წელიწადში

იაპონიის ფინანსთა მინისტრს ტარო ასუს მიაჩნია, რომ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები დაწყევლილია. სახელმწიფო ჩინოვნიკის აზრით, ყოველ 40 წელიწადში ზაფხულის ოლიმპიადას რაღაც პრობლემა უჩნდება.

1940 წელს, ტოკიოს ოლიმპიადა გაუქმდა მეორე მსოფლიო ომის გამო. 1980 წელს, მოსკოვის ოლიმპიადას ბევრმა ქვეყანამ გამოუცხადა ბოიკოტი. 2020 წელს კი ოლიმპიადა შეიძლება არ ჩატარდეს კორონავირუსის გამო.

„ეს პრობლემა თავს იჩენს ყოველი 40 წლის შემდეგ. ეს ოლიმპიადა დაწყევლილია და ეს ფაქტია”, – განაცხადა ასუმ.

2020 წლის ზაფხულის თამაშები, გეგმის მიხედვით 24 ივლისს უნდა დაიწყოს.