იაპონიაში ოლიმპიადის გამარტივების ვარიანტზე ფიქრობენ
იაპონიაში ოლიმპიადის გამარტივების ვარიანტზე ფიქრობენ

იაპონიის მთავრობა და ტოკიოს ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი განიხილავს ზაფხულის თამაშების გამარტივებული ვარიანტით ჩატარებას, – ამის შესახებ სააგენტო „იომიური“ იტყობინება.

ამის მიზეზია მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული სიტუაცია. ვარაუდობენ, რომ შეიძლება შემცირდეს ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის ცერემონიის მონაწილეთა რიცხვი, აგრეთვე, არენებზე შეუშვან მაყურებელთა შეზღუდული რაოდენობა.

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები ერთი წლით გადაიდო და 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.

დატოვე კომენტარი