იაპონიაში ხანძარმა ​იუნესკო-ს ნუსხაში შესული შურის ციხე-სიმაგრის მთავარი ნაგებობები გაანადგურა
იაპონიაში ხანძარმა ​იუნესკო-ს ნუსხაში შესული შურის ციხე-სიმაგრის მთავარი ნაგებობები გაანადგურა

იაპონიაში ხანძარმა ​იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული შურის ციხე-სიმაგრის მთავარი ნაგებობები გაანადგურა.

მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

კუნძულ ოკინავაზე მდებარე შურის ციხესიმაგრე 500 წლის წინ რიუკუს დინასტიის დროს არის აგებული. 1933 წლიდან მას იაპონიის ეროვნული განძის სტატუსი აქვს მინიჭებული. ციხე მთლიანად განადგურდა მეორე მსოფლიო ომის დროს. ამჟამინდელი ნაგებობა რეკონსტრუქციას წარმოადგენდა.

„ბიბისის“ ცნობით, მთლიანად განადგურებულია შურის ციხესიმაგრის მთავარი შენობა, ასევე ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნაგებობები.

დატოვე კომენტარი