იაპონიაში 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადის სლოგანი აირჩიეს (ვიდეო)
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა გამოაცხადა მომავალი თამაშების დევიზი.
ოლიმპიადის სლოგანი გახდა ფრაზა – „გრძნობით გაერთიანებულნი“ (United by emotion).
„სპორტი აძლევს ადამიანებს შესაძლებლობას – გამოსცადონ სხვადასხვა ემოცია. 2020 წლის თამაშები საშუალებას აძლევს ადამიანებს განიცადონ სპორტსმენების სიმამაცე და მებრძოლი სული.
სწორედ ამაში მდგომარეობს სპორტის ძალა – მის უნარში გააერთიანოს ადამიანები მათი ემოციების მეშვეობით“, – წერია საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებაში.
ოფიციალურ რგოლში, რომელიც პრეზენტაციას ეძღვნება, მონაწილეობა მიიღო იაპონელმა ჩოგბურთელმა ნაომი ოსაკამ.
ტოკიოს ოლიმპიადა 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე გაიმართება.
The Official #Tokyo2020 Games Motto is… United By Emotion
We are #UnitedByEmotion pic.twitter.com/VpTwNAgVwe
— #Tokyo2020 (@Tokyo2020) February 17, 2020