იაპონიამ რუსეთის კიდევ 17 მოქალაქეს დაუწესა სანქციები
იაპონიამ რუსეთის კიდევ 17 მოქალაქეს დაუწესა სანქციები

იაპონიამ უკრაინაში რუსეთის ინტერვენციასთან დაკავშირებით რუსეთის კიდევ 17 მოქალაქეს დაუწესა სანქციები. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ იაპონიის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

იაპონიამ „შავ სიაში“ შეიყვანა რუსი მილიარდერი ვიქტორ ვექსელბერგი, დუმის 11 წევრი და ბანკირ იური კოვალჩუკის ოჯახის ხუთი წევრი.

როგორც იაპონიის მთავრობის პრესსპიკერმა ჰიროკაზუ მაცუნომ განაცხადა, იაპონია სანქციებთან დაკავშირებით დიდი შვიდეულის ქვეყნების შესაბამისად იმოქმედებს.

ამგვარად, რუსეთის მიერ უკრაინაში ინერვენციასთან დაკავშირებით სასანქციო სიაში იაპონიას სულ 61 პირი ჰყავს შეყვანილი. ამასთან, იაპონიამ სანქციები დაუწესა რუსეთის ცენტრალურ ბანკსა და რამდენიმე კერძო ბანკს, ასევე ბელარუსის მოქალაქეებს, ბანკებსა და ორგანიზაციებს.