იაპონელი ექიმები: იუტო ტოცუკას ტრავმა სერიოზული არ არის
იაპონელი ექიმები: იუტო ტოცუკას ტრავმა სერიოზული არ არის

სნოუბორდის შეჯიბრის დროს დაშავებული სპორტსმენის ტრავმა, ექიმების თქმით, სერიოზული არ არის, თუმცა 16 წლის იაპონელს ბარძაყის ძლიერი ტკივილი ჯერ კიდევ აწუხებს. ტოცუკამ ტრავმა დღევანდელი ფინალური დაშვების დროს მიიღო, როდესაც ერთ-ერთი ილეთი წარუმატებლად შეასრულა და უხერხულად დაეცა. შეჯიბრი რამდენიმე წუთით შეწყდა, რათა ექიმებს სპორტსმენისთვის დახმარება აღმოეჩინათ. ტოცუკა ტრასიდან საკაცით გაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედლის მფლობელი ამერიკელი შონ უაითი გახდა, მეორე ადგილი ტოცუკას თანამემამულემ, აიუმუ ჰირანომ დაიკავა, მესამე კი ავსტრალიელმა სკოტი ჯეიმსმა.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე

 

დატოვე კომენტარი