იანვრის ბაშოზე ტოჩინოშინი ჰირადოუმისთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

იანვრის ბაშოზე ქართველმა მე-11 მაეგაშირა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) მეორე ორთაბრძოლა ჰირადოუმის წინააღმდეგ ჩაატარა და უვატენაგეს ილეთით დამარცხდა. ლევანმა თავიდან აქტიურად შეუტია, ილეთის გაკეთებასაც შეეცადა, მაგრამ მეტოქემ თავი კარგად დაიცვა და საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც.

ორი დღის შემდეგ ტოჩინოშინს მისთვის საიუბილეო, მე-100 ბაშოზე თითო მოგება-წაგება აქვს. შეჯიბრების მესამე დღეს ქართველის მეტოქე მე-12 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება.