იანვარში „ნაპოლი“ ფედერიკო კიეზას იჯარით აყვანას განიხილავს #1TVSPORT
იანვრის სატრანსფერო „ფანჯრის“ პერიოდში „ნაპოლი“ „ლივერპულიდან“ ფედერიკო კიეზას იჯარით აყვანას განიხილავს, – ინფორმაციას გამოცემა Sport Mediaset-ი ავრცელებს.
კიეზა მიმდინარე სეზონში მცირე სათამაშო დროს იღებს, რაც ძირითადად ტრავმებითაა განპირობებული. „ლივერპული“ მზადაა, მის იჯარით გასხვისებას დათანხმდეს, თუმცა, შესაძლოა, პრობლემა ფეხბურთელის ხელფასი იყოს.
წყაროს ცნობით, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, დაფარავს თუ არა „ლივერპული“ ფეხბურთელს ხელფასს, სანამ ის განათხოვრების წესით „ნაპოლიში“ ითამაშებს.
ფედერიკო კიეზა ინგლისურმა კლუბმა აგვისტოში ტურინის „იუვენტუსიდან“ 13 მილიონ ევროდ შეიძინა.