„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე აღარ აპირებს 26 წლის ფორვარდის რანდალ კოლო მუანის გამოყენებას. უკვე გარანტირებულად შეიძლება ითქვას, რომ თავდამსხმელი იანვარში დატოვებს პარიზულ კლუბს, – დაწერს სოციალურ ქსელში იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.
უფრო ადრე პრესაში დაიწერა, რომ კოლო მუანიმ შეიძლება კარიერა „მანჩესტერ იუნაიტედში“ ან „მონაკოში“ გააგრძელოს.
მიმდინარე სეზონში რანდალ კოლო მუანიმ ყველა ტურნირზე 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი მოქმედი ხელშეკრულება პსჟ-სთან 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.