იანტბელიძემ მსოფლიოსთვის შემადგენლობა დაასახელა | თავისუფალი ჭიდაობა [ფოტო]
იანტბელიძემ მსოფლიოსთვის შემადგენლობა დაასახელა | თავისუფალი ჭიდაობა [ფოტო]

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. გიორგი იანტბელიძემ ბუდაპეშტში წამსვლელთა გვარები, დღეს, დუშეთში მიმდინარე შეკრებაზე გამოაცხადა.

როგორც მთავარმა მწვრთნელმა დარბაზში შეკრებილ სპორტსმენებს აუწყა. წლის მთავარ ტურნირზე საქართველოს ღირსებას შემდეგი მოჭიდავეები დაიცავენ:

ოთარ გოგავა – 57 კგ.

ბექა ლომთაძე – 61 კგ.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი – 65 კგ.

ზურაბ იაკობაშვილი – 70 კგ.

ავთანდილ კენჭაძე – 74 კგ.

დავით ხურცილავა – 79 კგ.

სანდრო ამინაშვილი – 86 კგ.

დავით მარსაგიშვილი – 92 კგ.

ელიზბარ ოდიკაძე – 97 კგ.

გენო პეტრიაშვილი – 125 კგ.

ინატბელიძის გუნდი ბოლო, დასკვნით შეკრებას, დუშეთის ოლიმპიური მზადების ცენტრში – 12 ოქტომბრიდან გადის, უნგრეთში კი 17 ოქტომბერს გაემგზავრება.

 

მსოფლიოს ჩემპიონატი, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 20-იდან 28 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს ხალიჩები 20-23 ოქტომბერს დაეთმობათ, მედლები კი 21 ოქტომბრიდან გათამაშდება.

პარალელურად, უნგრეთში გასამგზავრებლად, 10 ოქტომბრიდან, ბაზალეთზე ემზადებიან – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებიც.  ნაკრების შემადგენლობას, ბექა როყვა უახლოეს მომავალში დაასახელებს. კლასიკები ბუდაპეშტში 24 ოქტომბერს დაიწყებენ, მედლები კი  25 ოქტომბრიდან გათამაშდება. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, უნგრეთის დედაქალაქში 23 ოქტომბერს გაემგზავრება.