იანისმა კოჭის ტრავმა მიიღო
იანისმა კოჭის ტრავმა მიიღო

იანის ანტეტოკუნმპომ კოჭის ტრავმა „მაიამი ჰიტთან“ კონფერენციის ნახევარფინალური ეტაპის მესამე შეხვედრაში მიიღო, თუმცა მატჩის გაგრძელება შეძლო. სერიის მეოთხე დაპირისპირება ბერძენმა ვარსკვლავმა ბრწყინვალედ დაიწყო. 11 წუთში მის ანგარიშზე 19 ქულა იყო. იანისმა პირველ მეოთხედში 10-დან რვა ტყორცნა გამოიყენა.

„ბაქსის“ გულშემატკივრებისთვის საშიში ეპიზოდი მეორე პერიოდში დაფიქსირდა. ანტეტოკუნმპომ კვლავ კოჭი დაიზიანა და შეხვედრაში მონაწილეობის მიღება ვეღარ მოახერხა. იანისმა პარკეტი თანაგუნდელების დახმარებით დატოვა. მიუხედავად ამისა „მილუოკიმ“ გამარჯვების მოპოვება მაინც შეძლო და სერიაში ანგარიში 3-1-მდე შეამცირა.


ჯერჯერობით უცნობია მოახერხებს თუ არა ანტეტოკუნმპო მეხუთე შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას.