იანისი მუხლის ტრავმის გამო რამდენიმე შეხვედრას გამოტოვებს
იანისი მუხლის ტრავმის გამო რამდენიმე შეხვედრას გამოტოვებს

„მილუოკის“ ლიდერი და სეზონის ყველაზე ღირებული მოთამაშის (MVP) ჯილდოს მიღების ერთერთ მთავარ პრეტენდენტ იანის ანტეტოკუნმპოს ტრავმა აქვს.

დღეს „ბაქსმა“ სტუმრად „ფინიქსთან“ 140-131 წააგო. ბერძენმა სუპერვარსკვლავმა კი ეს შეხვდრა გამოტოვა.

ხვალ მილუოკელები სტუმრად „დენვერს“ შეხვდებიან და ანტეტიკუნმო ამ მატჩშიც ვერ მიიღებს მონაწილეობას. ექიმები იმედოვნებენ, რომ იანისი 13 მარტს „ბოსტონის“ წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.