იანის ანტეტოკუნმპოს შვილი ეყოლა
იანის ანტეტოკუნმპოს შვილი ეყოლა

„მილუოკი“ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დღეისთვის საუკეთესო შედეგის მქონე გუნდია (45-7). „ბაქსის“ ლიდერი იანის ანტეტოკუნმპო კი მორიგ ჩინებულ სეზონს ატარებს. ბერძენი სუპერვარსკვლავი ყველაზე ღირებული მოთამაშის (MVP) ჯილდოს მოპოვების მთავარი კანდიდატია. გუნდის მიზანი წელს ლარი ო.ბრაიენის თასის მოგებაა.

დღეს მილუოკელებმა მორიგი გამარჯვება საკუთარ არენაზე „საკრამენტოსთან” მოიპოვეს. გუნდის ლიდერს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. მიზეზი კი საპატიო ჰქონდა. იანისმა  „ტვიტერის“ საკუთარგვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. ბერძენს ვაჟი შეეძინა, რომელსაც ლიამ ჩარლზი დაარქვა.

მომდევნო შეხვედრას „მილუოკი“ გოგა ბითაძის „ინდიანასთან“ გამართავს. დიდი ალბათობით, იანისი მოედანზე არც „პეისერსის“ წინააღმდეგ გავა.