იანის ანტეტოკუნმპოს „გოლდენ სტეიტში“ გადასვლის ალბათობა დიდია
იანის ანტეტოკუნმპოს „გოლდენ სტეიტში“ გადასვლის ალბათობა დიდია

თუ იანისს ანტეტოკუნმპოს მართლაც სურს „დიდი მიზნებისთვის“ ბრძოლა, როგორც მან წინა კვირას განაცხადა, ბერძენი სუპერვარსკვლავისთვის იდეალურ ვარიანტად „გოლდენ სტეიტში“ გადასვლა შეიძლება ჩაითვალოს.

იმ შემთხვევაში, თუ „მილუოკი ბაქსი“ წელსაც ვერ მოახერხებს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იანისმა ორგანიზაციასთან კიდევ ხუთი წლით გაახანგრძლივოს კონტრაქტი.

„გოლდენ სტეიტს“ კი გაცვლის განსახორციელებლად მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ალბათ ყველაზე პერსპექტიული პოზიცია ექნება. „ვორიორზს“ შეუძლია ანტეტოკუნმპოს ნაცვლად „მილუოკის“ შესთავაზოს ენდრიუ ვიგინსი, 2020 წლის პირველი რაუნდის დრაფტის კალათბურთელი, „მინესოტას“ 2021 წლის დრაფტის პირველი რაუნდის კალათბურთელი (დაცული ტოპ 3) და ასევე 2022 წლის „გოლდენ სტეიტის“ პირველი რაუნდის კალათბურთელი. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ვიგინსის კონტრაქტი ვერ აკმაყოფილებს იანისის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას, აქედან გამომდინარე გენერალურ მენეჯერ ბობ მაიერს გარკვეული დამატებითი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს.

სავარაუდოდ, სატრანსფერო ბაზარზე პირველი რაუნდის სამი კალათბურთელი „გოლდენ სტეიტს“ საგრძნობ ჰანდიკაპს მისცემს იმისათვის, რომ ანტეტოკუნმპო „ვორიორზის“ წევრი გახადოს.