იანის ანტეტოკუნმპო შესაძლოა „გოლდენ სტეიტში“ გადავიდეს
იანის ანტეტოკუნმპო შესაძლოა „გოლდენ სტეიტში“ გადავიდეს

ამერიკული მედია „მილუოკი ბაქსის“ ლიდერის იანის ანტეტოკუნმპოს „გოლდენ სტეიტში“ გადასვლას სულ უფრო რეალურად მიიჩნევს და აქტიურად წერს. საყურადღებოა, რომ თავად ბერძენმაც რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მოვლენათა ასეთი განვითარება შესაძლებელია.

ერთ-ერთი მინიშნება იანისმა ცოტა ხნის წინ ვიდეო-თამაშ NBA 2K20-ის გუნდის არჩევისას გააკეთა. მისი არჩევანი სტეფ კარი და „გოლდენ სტეიტი“ იყო.

მარტში ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ანტეტოკუნმპოს ჰკითხეს თუ ვინ იყო მისი საყვარელი კალათბურთელი ლიგაში. ბერძენის პასუხი აქაც სტეფ კარი იყო.

შესაძლოა ეს დეტალები არაფერს ნიშნავდეს, თუმცა ამერიკული მედიის ნაწილი მიიჩნევს, რომ იანისისვორიორზში“ გადასვლა ძალიან რეალურია.