იანის ანტეტოკუნმპო - იმედი მაქვს, ახალ სეზონზე უფრო დიდი მიზნისთვის ვიბრძოლებთ (ვიდეო)
იანის ანტეტოკუნმპო - იმედი მაქვს, ახალ სეზონზე უფრო დიდი მიზნისთვის ვიბრძოლებთ (ვიდეო)

იანის ანტეტოკუნმპოსთვის 2018-2019 წლების სეზონი სპორტული კარიერის განმავლობაში ყველაზე წარმატებული იყო. ბერძენმა სუპერვარსკვლავმა რეგულარული სეზონის ყველაზე ღირებული (MVP) მოთამაშის პრიზი მიიღო. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერია „მილუოკიმ“ მომავალ ჩემპიონ „ტორონტოსთან“ დათმო და ასპარეზობას გამოეთიშა. მოახლოებულ რეგულარულ სეზონთან დაკავშირებით, იანისმა ვრცელი ინტერვიუ მისცა. ბერძენის განცხადებით, ის მომდევნო რეგულარულში სამქულიანი ტყორცნის გაუმჯობესებას შეეცდება. შეგახსენებთ, რომ წინა სეზონზე ანტეტოკუნმპო შორი მანძილიდან 32-პროცენტიანი სიზუსტით ესროდა.

„მე კვლავ შემიძლია ჩემპიონობისთვის ვიბრძოლო ისე, რომ სამქულიანი ტყორცნები ბევრი არ შევასრულო, მაგრამ მინდა, ეს კომპონენტი კიდევ უფრო გავაუმჯობესო. მე ყოველ წელს უფრო ვხვეწ ჩემს სროლას დისტანციიდან და იმედი მაქვს, პროგრესი ახალ სეზონზეც იქნება“, – განაცხადა იანისმა.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2019-2020 წლების რეგულარული სეზონი სტარტს 22 ოქტომბერს აიღებს.