იანიკ სინერმა, შესაძლოა, აშშ-ის ღია პირველობა გამოტოვოს #1TVSPORT
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა იანიკ სინერმა, შესაძლოა, ამერიკის ღია პირველობა გამოტოვოს, რისი მიზეზიც მარჯვენა მუხლის ტრავმაა. ამის შესახებ დაწერა იტალიურმა გამოცემა La Gazzetta dello Sport-მა.
იტალიელი ჩოგბურთელი აგრძელებს აღდგენას დაზიანების შემდეგ. 18 აგვისტოს სინერი ტურინში დაბრუნდა და ვარჯიში ჩაატარა, რომლის დროსაც კორტზე მუხლის მდგომარეობა შეამოწმა.
უახლოეს პერიოდში რეიტინგის ლიდერს სამედიცინო ცენტრში ბოლო გამოკვლევა ელოდება. ამის შემდეგ სინერის გუნდი ჩამოყალიბდება მზადების მომავალ გეგმაზე.
აღნიშნავენ, რომ ბოლო დღეებში გაჩნდა ეჭვი იტალიელის აშშ-ის ღია პირველობაზე გამოსვლასთან დაკავშირებით. სინერის გუნდი აპირებს მაქსიმალურად ფრთხილად იმოქმედოს. ჩოგბურთელი ნიუ იორკში მხოლოდ იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ სრულად მზად იქნება კორტზე გასასვლელად.