იანიკ სინერი პეკინის ტურნირის გამარჯვებული გახდა #1TVSPORT
იანიკ სინერი პეკინის ტურნირის გამარჯვებული გახდა #1TVSPORT

იტალიელმა ჩოგბურთელმა, იანიკ სინერმა პეკინის 500-ქულიანი ტურნირი მოიგო (საპრიზო ფონდი – 4,016,050 დოლარი). გადამწყვეტ შეხვედრაში იტალიელი ამერიკელ ლეარნერ ტიენს დაუპირისპირდა და მეტოქეს ორ სეტში სძლია – 6:2, 6:2.

სინერი ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი და ხუთივე მატჩი მოიგო, ხოლო ეს გამარჯვება მისთვის 2025 წელს უკვე 46-ე იყო. ავსტრალიის ღია პირველობისა და უიმბლდონის ტიტულების შემდეგ, ეს მისი მესამე მოგებული შეჯიბრებაა.

პეკინის პარალელურად მიმდინარე ტოკიოს ტურნირი კი მსოფლიოს პირველმა ნომერმა, ესპანელმა კარლოს ალკარასმა მოიგო. ჩოგბურთელები შანხაიში გადაინაცვლებენ, სადაც 1000-ქულიანი მასტერსი დაიწყო.