იანიკ სინერი ისტორიაში მეორე ჩოგბურთელია, რომელმაც მასტერსის ყველა ტურნირი მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

იანიკ სინერი რომის მასტერსის 2026 წლის გათამაშების გამარჯვებულია – ტურნირის ფინალში იტალიელმა ჩოგბურთელმა ნორვეგიელი კასპერ რუდი ორ სეტში – 6:4, 6:4 დაამარცხა.

სინერს „კარიერული მასტერსის“ შესასრულებლად მხოლოდ რომის ტურნირი ჰქონდა მოსაგები. შედეგად კი ის ისტორიაში მეორე ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც მასტერსის ცხრავე ტურნირი მოიგო. პირველად ეს ნოვაკ ჯოკოვიჩიმა შეძლო.

ასევე, სინერი ბოლო 50 წლის მანძილზე პირველი იტალიელია, რომელმაც იტალიის დედაქალაქში პირველობა არავის დაუთმო.

იანიკ სინერი მზადებას წლის მეორე დიდი სლემის ტურნირისთვის, როლან გაროსისთვის დაიწყებს, რომელიც პარიზში 24 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით გაიმართება.