იანგი და ჰარდენი NBA-ში კვირის მოთამაშეები არიან
იანგი და ჰარდენი NBA-ში კვირის მოთამაშეები არიან

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.

აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა “ინდიანას” ფორვარდი ტადეუს იანგი. მან გასული კვირა ასეთი სტატისტიკური მაჩვენებლებით დაასრულა – 18.8 ქულა, 9.8 მოხსნა და 3.8 შედეგიანი პასი, “პეისერსმა” კი ოთხიდან ოთხი მატჩი მოიგო.

დასავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა “ჰიუსტონის” მცველი ჯეიმს ჰარდენი. გასულ კვირას მან ორი სამმაგი დუბლი გაიფორმა და საშუალოდ მატჩში 37.0 ქულა, 8.3 შედეგიანი პასი და 7.7 მოხსნა მიითვალა. “როკეტსმა” ზედიზედ სამ მატჩში გაიმარჯვა.