იან ზომერი „ბრიუგეს“ ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT
შვეიცარიის ნაკრების ყოფილი მეკარე იან ზომერი კარიერას ბელგიის ჩემპიონატში გააგრძელებს.
იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 37 წლის მეკარემ, რომელმაც თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა მილანის „ინტერი“, მოკლევადიანი კონტრაქტი გააფორმა „ბრიუგესთან“.
აღნიშნავენ, რომ ზომერის მიმართ ინტერესს იჩენდა რამდენიმე კლუბი, კერძოდ, შვეიცარიელს სერიოზული შეთავაზება ჰქონდა ესპანეთიდან.
დიდი ალბათობით, ვეტერანი „ბრიუგეში“ ძირითადი მეკარე იქნება.