იან ობლაკს „ატლეტიკოდან“ წასვლა სურს, მისი ოცნება „მანჩესტერ იუნაიტედია“
Jan Oblak of Atletico Madrid during the match between Atletico Madrid vs Getafe CF of La Liga, date 21, 2018-2019 season. Wanda Metropolitano Stadium, Madrid, Spain - 26 JAN 2019. (Photo by pressinphoto/Sipa USA)
მადრიდის „ატლეტიკოს“ გოლკიპერ იან ობლაკს ზაფხულში გუნდიდან წასვლა სურს და როგორც ფეხბურთელთან დაახლოებული წყარო იტყობინება, თავისი ბავშვობის საყვარელ გუნდში, „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლაზე ოცნებობს.
გასულ კვირას ობლაკმა განაცხადა, რომ მადრიდული კლუბის მომავალი მუქ ფერებში ესახება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გუნდიდან ანტუან გრიზმანი წავიდა, მას კი მალე ლუკას ერნანდესი, დიეგო გოდინი, ფილიპე ლუისი და ხუანფრანი მიჰყვებიან.
სპორტული სამაუწყებლო კომპანია ი-ეს-პი-ენი (ESPN) იტყობინება, რომ ობლაკის ინტერესი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მიმართ ცალმხრივი არ არის და ინგლისური გუნდი 26 წლის სლოვენიელი მეკარის გადაბირებას აუცილებლად შეეცდება.