იან ჰაინეშის გუნდელს კორონავირუსი დაუდგინეს, მებრძოლი ხვალინდელი ქარდიდან მოიხსნა
იან ჰაინეშის გუნდელს კორონავირუსი დაუდგინეს, მებრძოლი ხვალინდელი ქარდიდან მოიხსნა

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, ლას ვეგასის „აპექსის“ დარბაზი, ხვალ რიგით მეორე ღონისძიებას უმასპინძლებს. ქარდზე ერთ-ერთი ბრძოლა საშუალო წონით დივიზიონში (midleweight) იან ჰაინეშსა და ჯერალდ მერშარტს შორის უნდა შემდგარიყო. როგორც დღეს გახდა ცნობილი, ჰაინეშის გუნდის წევრს, რომელიც ბრძოლის დროს მის კუთხეში უნდა ყოფილიყო კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის გამო მებრძოლი მთელ გუნდთან ერთად ქარდიდან მოიხსნა.

აღსანშნავია, რომ ჰაინეშის გუნდელს კორნავირუსი მეორედ ჩატარებული შემოწმების შემდეგ დაუდასტურდა. ორგანიზაცია ცდილობს, რომ ჯერალდ მერშარტს ახალი მეტოქე შეურჩიოს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია მოხერხდება თუ არა ასეთ მცირე დროში ახალი მებრძოლის შერჩევა.