იამალს ლიგის მატჩისთვის ამზადებენ #1TVSPORT
იამალს ლიგის მატჩისთვის ამზადებენ #1TVSPORT

„ბარსელონას“ სამედიცინო ჯგუფი ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ მოამზადოს ლამინ იამალი ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩისთვის „ჩელსის“ წინააღმდეგ.

საზარდულის არეში ტკივილის გამი, 18 წლის ფეხბურთელმა გამოტოვა ესპანეთის ნაკრების ნოემბრის მატჩები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში.

როგორც გამოცემა Mundo Deportivo ამტკიცებს, 10 ნოემბერს ჩატარებული სამედიცინო პროცედურების შემდეგ, ფეხბურთელს რამდენიმე დღე დასვენება გამოუწერეს. ამის შემდეგ იამალმა სპეციალური სარეაბილიტაციო პროგრამა დაიწყო კლუბის ორ ფიზიოთერაპევტთან ერთად. ამასთან, გარემარბი ნაწილობრივ „ბარსელონას“ საერთო ჯგუფთან ვარჯიშობდა.

„ჩელსისა“ და „ბარსელონას“ მატჩი 25 ნოემბერს ლონდონში გაიმართება.