იამალმა მესის და ნეიმარს გაუსწრო - „ბარსელონაში“ მაისურების გაყიდვის ახალი რეკორდი დამყარდა #1TVSPORT
იამალმა მესის და ნეიმარს გაუსწრო - „ბარსელონაში“ მაისურების გაყიდვის ახალი რეკორდი დამყარდა #1TVSPORT

ოთხშაბათს ოფიციალურად გამოცხადდა, რომ „ბარსელონას“ 18 წლის გარემარბი ლამინ იამალი მე-10 ნომრით ითამაშებს, რომელიც მანამდე გუნდის ისეთ ლეგენდებს ეკუთვნოდათ, როგორებიც არიან ლიონელ მესი, რონალდინიო და დიეგო მარადონა.

უკვე გაყიდვების პირველივე დღეს „ბარსელონამ“იამალის 70 ათასი ახალი მაისური გაყიდა, რამაც კატალონურ კლუბს დაახლოებით 10 მილიონი ევრო მოუტანა.

24 საათის განმავლობაში ერთი ფეხბურთელის ასეთი რაოდენობით მაისურების გაყიდვა რეკორდია „ბარსელონას“ ისტორიაში, – წერს გამოცემა Telecomasia.net-ი. ასეთი მაჩვენებელი არ ჰქონიათ არც მესის და არც ნეიმარს, რომლებიც ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ გულშემატკივრებში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე იამალი „ბარსელონაში“ მე-19 ნომრით თამაშობდა. კატალონური გუნდის შემადგენლობაში მან 106 მატჩი ჩაატარა, 25 გოლი გაიტანა და 34 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.