იამალი ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია, მეორეა ჰალანდი, მესამე - ბელინგემი (CIES) #1TVSPORT
„ბარსელონას“ გარემარბის, ლამინ იამალის ღირებულებამ 400 მილიონ ევროს გადააჭარბა.
სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრის (CIES) გამოთვლებით, კატალონურ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელების შემდეგ 17 წლის ფეხბურთელის ფასმა 402.3 მილიონ ევროს მიაღწია.
100 მილიონზე მეტი ღირს 24 ფეხბურთელი:
- ლამინ იამალი (ბარსელონა) – 402,3 მლნ
- ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი) – 239,6 მლნ
- ჯუდ ბელინგემი (რეალი) – 233,8 მლნ
- კილიან მბაპე (რეალი) – 192,5 მლნ
- ჯამალ მუსიალა (ბაიერნი) – 154,8 მლნ
- პედრი (ბარსელონა) – 143,7 მლნ
- ვინისიუსი (რეალი) – 130,4 მლნ
- კოულ პალმერი (ჩელსი) – 126,5 მლნ
- ხულიან ალვარესი (ატლეტიკო) – 126 მლნ
- ფლორიან ვირტცი (ლევერკუზენი) – 122,3 მლნ
- როდრიგო (რეალი) – 120,5 მლნ
- პაუ კუბარსი (ბარსელონა) – 118 მლნ
- ჟოაო ნევეში (პსჟ) – 117,8 მლნ
- ბუკაიო საკა (არსენალი) – 115,1 მლნ
- მორგან როჯერსი (ასტონ ვილა) – 114,2 მლნ
- ბენიამინ შეშკო (ლაიპციგი) – 113,5 მლნ
- დეზირე დუე (პსჟ) – 108,7 მლნ
- ჩავი სიმონსი (ლაიპციგი) – 106,3 მლნ
- ლაუტარო მარტინესი (ინტერი) – 105,1 მლნ
- ალექსანდერ ისაკი (ნიუკასლი) – 103,1 მლნ
- მაიკლ ოლისე (ბაიერნი) – 102,0 მლნ
- სავიო (მანჩესტერ სიტი) – 100,8 მლნ
- იოშკო გვარდიოლი (მანჩესტერ სიტი) – 100,7 მლნ
- დეკლან რაისი (არსენალი) – 100 მლნ
„პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 38-ე ადგილზეა. მისი ღირებულება შეადგენს 89.1 მილიონ ევროს.