იამალი „ოქროს ბურთზე“ - ყველას სურს მისი მოგება, ნებისმიერი, ვინც საწინააღმდეგოს ამტკიცებს, იტყუება #1TVSPORT
იამალი „ოქროს ბურთზე“ - ყველას სურს მისი მოგება, ნებისმიერი, ვინც საწინააღმდეგოს ამტკიცებს, იტყუება #1TVSPORT

„ბარსელონას“ გარემარბი ლამინ იამალი იმედოვნებს, რომ „ოქროს ბურთს“ მიიღებს.

18 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში თავის გეგმებზე ილაპარაკა.

„გუნდური შედეგების მხრივ, „ბარსელონასთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება დაუჯერებელი იქნებოდა. რაც შეეხება ინდივიდუალურ მიღწევებს, თითოეულ ფეხბურთელს სურს „ოქროს ბურთის“ მოგება, და ნებისმიერი, ვინც საწინააღმდეგოს ამტკიცებს, იტყუება.

18 წლის ასაკში ნომინანტებს შორის ყოფნა – ეს ის არის, რასაც უნდა აფასებდე, და იმედია, რომ ეს მოხდება“, – განაცხადა იამალმა RTVE-სთან ინტერვიუში.

2025 წლის „ოქროს ბურთის“ გადაცემის ცერემონია პარიზში 22 სექტემბერს გაიმართება.