იამალი ნომინირებულია წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზზე #1TVSPORT
ფრანგულმა ჟურნალმა, France Football-მა დაასახელა ნომინანტები წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზზე.
კანდიდატებს შორის მოხვდა 10 ფეხბურთელი:
აიუბ ბუადი (მანჩესტერ სიტი), ქერიმ ალაიბეგოვიჩი (იუვენტუსი), იან დიომანდე (რეალი), პაუ კუბარსი (ბარსელონა), ელი კრუპი (ბორნმუთი), ლამინ იამალი (ბარსელონა), იბრაჰიმ მაზა (ლევერკუზენი), ჟოან მანზამბი (ასტონ ვილა), უორენ ზაირ-ემერი (პარი სენ-ჟერმენი), ლენარტ კარლი (ბაიერნი).
ლამინ იამალს ეს პრიზი ზედიზედ ორჯერ აქვს მოგებული 2024 და 2025 წლებში.