იამალი მინდორზე ვარჯიშს დაუბრუნდა #1TVSPORT

22:56, 05.05.2026

„ბარსელონას“ გარემარბმა, ლამინ იამალმა ტრავმის შემდეგ განაახლა მინდორზე ვარჯიში. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ.

წყაროს ცნობით, 18 წლის ფეხბურთელმა რეაბილიტაციის საწყისი ეტაპი სპორტულ დარბაზში გაიარა და ახლა მინდორზე ინდივიდუალურად ვარჯიშობს. შეგახსენებთ, რომ იამალი 22 აპრილს გამოვიდა მწყობრიდან მარცხენა ფეხზე კუნთის ნაწილობრივი გაწყვეტის გამო. ელოდებიან, რომ ის მოასწრებს აღდგენას მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის სტარტისთვის.

ამ სეზონში იამალმა ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და 18 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი