ფორვარდმა ლამინ იამალმა და „ბარსელონამ“ კონტრაქტის გაგრძელებაზე მოილაპარაკეს. მას შემდეგ, რაც სრულწლოვან ასაკს მიაღწევს, იამალი კატალონურ კლუბთან ექვსწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს. კონტრაქტში ჩაწერილი იქნება გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევროს ოდენობით. ეს ინფორმაცია ინტერნეტტელევიზია El Chiringuito-მ გაავრცელა.
იამალი 18 წლის გახდება 2025 წლის 13 ივლისს. ამ სეზონში მან 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ექვსი გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.