იამაიკელი თავადმსხმელი „დილაში“
იამაიკელი თავადმსხმელი „დილაში“

გორის „დილაში“ სინჯებზე ფაბიან რიდი მიიწვიეს. 27 წლის იამაიკელი თავდამსხმელი უკვე საქართველოშია და „დილასთან“ ერთად ვარჯიშობს.

ფაბიან რიდი პოზიციით ცენტრალური თავდამსხმელია, მაგრამ ფლანგის შემტევადაც უთამაშია. გერმანული სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტის“ ცნობით,. ფეხბურთელი გუნდში უკვე ჩაირიცხა.

იამაიკელი თავდამსხმელის საკლუბო კარიერიდან ცნობილია, რომ თამაში იამაიკურ „ანეთ გარნედსში“ დაიწყო და 63 თამაშში 19 გოლი გაიტანა. ასევე ტრინიდადი და ტობოგოს „სან ხუან ჯაბოლტში“ (48 თამაში, 7 გოლი) გამოდიოდა.

ფეხბურთელს იამაიკის ნაკრებშიც უთამაშია – ფაბიან რიდი პირველად 2017 წლის აპრილში მიიწვიეს. სულ ეროვნული გუნდის ფორმა 7-ჯერ მოირგო და თავი 3 გოლით გამოიჩინა.